logo_geo
eng_logo
იაპონიამ დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე ვაშინგტონის თხოვნით წარადგინა
- +

18 თებერვალი. 2019. 16:00

 

 

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე „ვაშინგტონის თხოვნის საპასუხოდ“ წარადგინა.

 

ამის შესახებ იაპონური გაზეთი „ასახი სიმბუნი“ ქვეყნის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

გაზეთის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობამ 2018 წელს ტოკიოს „არაფორმალურად“ სთხოვა პრემიაზე ტრამპი წარედგინათ, 2018 წლის ივნისში დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრასთან დაკავშირებით.

 

მშვიდობის დარგში 2018 წლის ნობელის პრემია დენის მუკვეგემ და ნადია მურადმა სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მიიღეს.

 

თუმცა, ბუკმეიკერები მიიჩნევდნენ, რომ პრემიის მიღების ყველაზე დიდი შანსი გააჩნდა კიმ ჩენ ინს, სამხრეთ კორეის ლიდერს მუნ ჩჟე ინს და დონალდ ტრამპს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner