logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსად იაგო ბოლოთაშვილი დაინიშნა
- +

18 თებერვალი. 2019. 16:36

 

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსად იაგო ბოლოთაშვილი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შოთა ხაჟომია შეცვალა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა.

 

ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შოთა ხაჟომია გურიის რეგიონში განაგრძობს მუშაობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner