logo_geo
eng_logo
ლინას ლინკევიჩუსი: რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლაში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ...
- +

18 თებერვალი. 2019. 18:08

 

 

„რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლაში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ“, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა გამოცემა Neue Osnabrücker Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

ლინკევიჩუსის თქმით, ევროპამ რუსეთის საინფორმაციო ომისგან დასაცავად მეტი უნდა გააკეთოს.

 

„დასავლეთი კვლავ ვერ აფასებს სათანადოდ რუსეთის საინფორმაციო გავლენებს“. გულუბრყვილობა იქნება ვივარაუდოთ, რომ „მოსკოვის გავლენის ქვეშ მხოლოდ აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოებია მოქცეული“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

 

მისივე თქმით, „სიცრუე ძლიერი იარაღია“, თუ მას სწორად და ფართო მასშტაბით გამოიყენებ.

 

ლიტვის პირველი დიპლომატი მხარს უჭერს რუსეთის მიმართ მკაცრ სანქციათა პოლიტიკას. მისი თქმით, რუსეთისადმი მკვეთრი პოზიციის არარსებობა ისეთ ქმედებას იწვევს, რომელიც ახალი სირთულეებით სრულდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner