მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, კორცხელის ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისი ღონისძიებები მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გატარდება.
„გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გავატარებთ საჭირო ღონისძიებას. დაიკითხა კონფლიქტში მონაწილეთა გარკვეული ნაწილი. გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.