logo_geo
eng_logo
ჩვენი ჯემალ სეფიაშვილი 72 წლის გახდა!
- +

19 თებერვალი. 2019. 00:05

 

19 თებერვალი ჯემალ სეფიაშვილის დაბადების დღეა!.. და 72 წლის გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთან ჩემი საუბარიც მილოცვით დავიწყე...

 

 

- ბატონო ჯემალ, გილოცავთ დაბადების დღეს!... ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ... აქვე, გეტყვით: გავიგეთ, ახალ პროექტზე მუშაობთ. და, ხმამაღალ  ნათქვამად თუ არ ჩამეთვლება, მართლაც ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიების იდეის ავტორი და ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ხართ...

 

 

- მადლობა, ჩემო გიორგი... დიახ, ვმუშაობთ ახალ პროექტზე „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, რომლითაც, დარწმუნებული ვარ, გავახარებთ ქართველ მაყურებელსა და მსმენელს...

 

- საუბარი ცხრა აპრილის ტრაგიკულ თარიღს ეძღვნება...

 

- ცხრა აპრილს გადის ოცდაათი წელი 1989 წლის ცხრა აპრილის ტრაგედიიდან, გადის ოცდაათი წელი ‘’ტიტების’’ შექმნიდან და ოცდარვა წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან. ამ სამ მოვლენას ვუძღვნით ამ პროექტს. ეს იქნება კიდევ ერთხელ გახსენება და დაფასება იმ ადამიანებისა, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას თავი შესწირეს!    ამ პროექტის  უშუალო თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს, რომლის პირადი პატრონაჟითაც იგეგმება ღონისძიების ჩატარება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ბატონ მიხეილ ბატიაშვილს, მის მოადგილეებს ბატონებს მიხეილ გიორგაძესა და ლევან ხარატიშვილს...  მესმის, რომ დღეს ძნელია ყველა დეტალზე საუბარი, მაგრამ იმედი მაქვს, არც ამჯერად გავუცრუებთ იმედს მაყურებელს...

 

- სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ?.. ახალ სიმღერას...

 

- გპირდებით!..

 

 

P.S. ერთს ნამდვილად დავძენ: მადლობა ბატონ ჯემალ სეფიაშვილს უკვე საფუძველჩაყრილი პროექტისთვის... 

დიახ! ისტორიული ცხრა აპრილი ხომ ქართული სულის გამოღვიძების და თავგანწირვის სიმბოლოა,  ხოლო ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული მორის ფოცხიშვილისა და ჯემალ სეფიაშვილის შედევრი „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ პირველივე აჟღერებიდან გადავიდა უკვდავებაში  და კეთილი მომავლის ჰიმნად და იმედად იქცა!

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner