logo_geo
eng_logo
ინდოეთის ყველაზე სწრაფი მატარებელი პირველივე მგზავრობის დროს გაფუჭდა
- +

18 თებერვალი. 2019. 19:53

 

ინდოეთის ყველაზე სწრაფი მატარებელი პირველივე მგზავრობის დროს გაფუჭდა. ამის შესახებ CNN წერს.  მატარებელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მონდიმ, 16 თებერვალს, საკუთარ ინაუგურაციაზე წარადგინა.

 

ჩქაროსნული მატარებელი - Vande Bharat Express, დელიდან ვერანასში წარმატებით ჩავიდა, თუმცა უკანა გზაზე, მუხრუჭები გაფუჭდა. მატარებელს დედაქალაქიდან 193 კილომეტრით დაშორებულ სადგურში მოუწია გაჩერება.

 

როგორც ინდოეთის ტრანსპორტის მინისტრმა თქვა, ბოლო ოთხ ვაგონსა და დანარჩენ მატარებელს შორის კავშირს შეექმნა პრობლემა და შეფერხება ამან გამოიწვია.

 

მატარებელს 1,128 მგზავრის გადაყვანა შეუძლია და ორ ქალაქს შორის მანძილს 11 საათის ნაცვლად 6 საათში ფარავს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner