logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძეზე: მე სხვანაირად ვფიქრობ საერთოდ შეწყალებაზე…
- +

19 თებერვალი. 2019. 02:53

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შეწყალების უფლებაზე საკუთარი დამოკიდებულება აქვს და ამაზე ვრცლად პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრებს.

მე სხვანაირად ვფიქრობ საერთოდ შეწყალებაზე. მაქვს ჩემი კონცეფცია. არა მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემაზე მაღლა და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი.

 მე წარმოდგენა მაქვს, რომ შეწყალების დისკრეციული უფლება უნდა იყოს განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში. მე არ გაძლევთ პასუხს კონკრეტულ საკითხზე, გეუბნებით ზოგადად. ამ თემაზე მე მექნება ვრცელი გამოსვლა, როცა გამოვალ პარლამენტის წინაშე და ავხსნი, თუ როგორ ვხედავ, როგორი როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და როგორი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მედიას დეკანოზის საქმეზე საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული წერილი გააცნეს, რომლითაც ილია მეორეს მოუწოდებენ, რომ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს.

დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, დღეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა თქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი აპირებდა, თუმცა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავა. მიტროპოლიტის თქმით, ეკლესია დეკანოზის შეწყალებას მიესალმება. 

დეკანოზის ოჯახის წევრები რამდენიმე დღეა საპატრიარქოსთან აქციას მართავენ და გიორგი მამალაძის შეწყალებას ითხოვენ. 2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა. 

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner