logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი დღეს ემანუელ მაკრონს შეხვდება
- +

19 თებერვალი. 2019. 10:44

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდება.

 

შეხვედრა ელისეს სასახლეში თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება.

 

შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

 

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს 17 თებერვალს ეწვია.

 

დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.

 

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთიდან გერმანიაში გაემგზავრება, სადაც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner