logo_geo
eng_logo
პოლიციამ ქობულეთის რაიონში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა
- +

19 თებერვალი. 2019. 10:48

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, 1991 წელს დაბადებული მ.გ., 1992 წელს დაბადებული ფ.გ. და 1995 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ისინი სანიაღვრე არხის ცხაურებით დატვირთული მიკროავტობუსით ბობოყვათის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ აღნიშნული ცხაურები ქობულეთის სოფელ აჭყვაში მოიპარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

დაკავებულებმა გამოკითხვისას მიმდინარე წლის 12 თებერვალს სოფელ ჩაისუბნიდან სანიაღვრე არხის ცხაურების მოპარვის ფაქტიც აღიარეს.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner