იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე სამ-ნახევარი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
კანონპროექტის ავტორის ეკა ბესელიას განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მოხდა ლუსტრირება და გამოჩნდა, რომ საზოგადოება სხვა მხარეს დგას, იუსტიციის საბჭო და კომიტეტის წევრთა ნაწილი კი - სხვა მხარეს.
„იურიდიული კომიტეტის ის წევრები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს, იმ არგუმენტებს იშველიებდნენ, რასაც იუსტიციის საბჭო. ფაქტია, რომ საზოგადოება ერთ მხარესაა და მეორე მხარეს დგანან იუსტიციის საბჭო და კომიტეტის ეს წევრები. სესიაზე კიდევ ერთხელ მოხდება დეპუტატთა ლუსტრაცია. შემდეგი ნაბიჯი არის ხელმოწერები და კონსტიტუციური ცვლილება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას.