„რატომ დაიწყო 11 წლის შემდეგ გამოძიება, ეს კითხვა ლეგიტიმურია და ითხოვს პასუხს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებიულ საკითხზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხი პარლამენტში განხილვის საგანი გახდეს.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა და ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გაცემა.
„მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ფაქტია, რომ ხელისუფლებას არანაირი ინტერესი ამ პროცესში არ გააჩნია. საჭიროების და სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საკითხის შესაბამის კომიტეტში განხილვა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.