ეგვიპტის სასამართლო ექსპერტების განცხადებით, ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილის თვითმფრინავის ნამტვრევებისა და მგზავრთა ცხედრების ნაწილების ანალიზის შედეგები ავიალაინერის ბორტზე მომხდარ აფეთქებაზე მიუთითებს.
გამოძიების ინფორმაციით, რადარებიდან გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრე ავიალაინერის ბორტზე კვამლის დეტექტორები ამუშავდა. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის საავიაციო ინციდენტების გამოძიებისა და ანალიზის ბიურომ დაადასტურა.
ავიაკომპანია EgyptAir-ის განცხადებით, ლაინერის „შავ ყუთს" ხმელთაშუა ზღვის ფსკერიდან სავარაუდოდ ორი დღის განმავლობაში ამოიტანენ. თუ „შავი ყუთი" დაზიანებული იქნება, მაშინ მას ევროპაში გაშიფრავენ.
EgyptAir-ის თვითმფრინავიპარიზიდან კაიროში ასრულებდა რეისს. თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 10 წევრი და 56 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ეგვიპტის 30 და საფრანგეთის 15 მოქალაქე, ასევე კიდევ 11 სახელმწიფოს წარმომადგენლები.