logo_geo
eng_logo
ფინანსთა მინისტრი: გრძელდება მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, რომელიც შეაერთებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს
- +

19 თებერვალი. 2019. 13:12

 

 

„გრძელდება მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, რომელიც საბოლოო ჯამში შეაერთებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს და წითელი ხიდიდან სარფამდე იქნება ჩქაროსნული გზა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მიერ 250 მილიონი ევროს გამოყოფის შეფასებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული თანხა მიზნობრივად რუსთავი-სადახლოს და რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალებს მოხმარდება.

 

„როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე შეღავათიანი სესხია ევროპის საინვესტიციო ბანკისგან. როგორც იცით, ეს არის ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტი, უკვე მრავალი წელია მათთან ვთანამშრომლობთ. 250 მილიონ ევროზე მოხდა ხელშეკრულების დადება და დაფინანსდება მიზნობრივად რუსთავი-სადახლოს და რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალი, რაც მთავარი ე.წ. ხერხემლის ნაწილია. შესაბამისად, გრძელდება მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, რომელიც საბოლოო ჯამში შეაერთებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს და წითელი ხიდიდან სარფამდე იქნება ჩქაროსნული გზა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner