logo_geo
eng_logo
ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

19 თებერვალი. 2019. 13:14

 

 

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ბრალდებულები გ.გ. და პ.დ. დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2018 წლის 14 მაისს,  გ.გ. და პ.დ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ ქ.ქუთაისში, შპს „იკა-ტურიზმის“ თანამშრომელს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, ფირმის კუთვნილ 8 850 აშშ დოლარს და 2050 თურქულ ლირას დაეუფლნენ.

 

სამართალდამცველებმა გ.გ. და პ.დ. 2018  წლის 19 მაისს ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდათ.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  გ.გ. და პ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner