logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: გამოვრიცხავ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს
- +

19 თებერვალი. 2019. 13:15

 

 

„მე გამოვრიცხავ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე გამოძიების გამო ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვისგან ინვესტორებმა თავი შეიკავონ.

 

„პირიქით, ანაკლიის შემთხვევაში ხელისუფლება მაქსიმალურად უჭერს მას მხარს. არანაირი კავშირი ამას არ აქვს, მე დარწმუნებული ვარ. ამავდროულად, არც ანაკლიას, არც საკუთრივ „თიბისი ბანკს“ და საფინანსო სისტემას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. იყო კონკრეტულ ტრანზაქციაზე კონკრეტული შეკითხვები და მე მჯერა, რომ პასუხი ზუსტად ამ ტრანზაქციაზე იქნება გასაცემი. ჩემი აზრით, ანაკლიის პროექტი ცალკე მდგომი, მნიშვნელოვანი მასიური პროექტია და ინვესტორების გადაწყვეტილება, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ამ პროექტში, დამოკიდებული იქნება მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად გამართლებული იქნება მათთვის ეს პროექტი ეკონომიკურად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner