logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში
- +

24 მაისი. 2016. 14:26


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო ალიანსისაგან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელის.


მისი თქმით, საქართველო იმედოვნებს, რომ სამიტზე მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება მოხდება.



დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსის ერთობისა და ძალის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდება და NATO- სწრაფვას მშვიდობისა და სტაბილურობისკენ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი. საქართველო ამაყობს, რომ მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ახლო და სანდო სტრატეგიულ პარტნიორს NATO- გვერდით დგომის შესაძლებლობა ეძლევა. ქვეყანა ახლო მომავალში ალიანსის სრულფასოვანი წევრობისკენ ისწრაფვის. საქართველო ალიანსისაგან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელის. ვიმედოვნებთ, რომ სამიტზე ჩვენს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება მოხდება. რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც საქართველომ სტაბილურობის განმტკიცების კუთხით შეიძლება ითამაშოს, ჩვენ ველით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს", - განაცხადა კვრიკაშვილმა.



მისივე თქმით, ვარშავის სამიტი წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით, ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოების ზრდაზე იქნება კონცენტრირებული და ამ თვალსაზრისით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.



ვიმედოვნებთ, რომ ამის აღიარება და გათვალისწინება მოხდება. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა და ინკლუზიური მიდგომით დაიძლევა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რომელიც ჩვენს თანამშრომლობას უდევს საფუძვლად - ჩვენ გვინდა მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში", - აღნიშნა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner