logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვინც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის შეჩერების პროექტი შემოიტანა, ერთი წლის წინ ამ საკითხზე ხმა პირიქით მისცა
- +

19 თებერვალი. 2019. 13:50

 

 

„ვინც დღეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების პროექტი შემოიტანა, ერთი წლის წინ ამ საკითხზე ხმა პირიქით მისცა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა არგუმენტი გაიზიარა“, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ეს მაშინ გავიზიარეთ ჩვენც და გაიზიარა ვენეციის კომისიამ. უფრო მეტიც, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის არსებობას სკეპტიკურად უყურებდნენ, ისევე როგორც ვენეციის კომისია ამბობდა, რომ მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა საერთოდ არ უნდა იყოს. დღეს რადიკალურად განსხვავებულ სიტუციას ვხედავთ. არ მინდა, კონკრეტული მიზეზის თაობაზე ჩემი ვარაუდები გამოვთქვა, მაგრამ პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი საერთოდ აცდენილია იმ რეალობას, რასაც ჩვენმა კოლეგებმა ერთი წლის წინ მხარი დაუჭირეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება.

 

პროექტი პარლამენტის წევრების - ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ოთარ ჩრდილელის, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა ნარჩემაშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი.

 

კომიტეტმა მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების თაობაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner