logo_geo
eng_logo
ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით, შსს-ში გამომძიებელთა გადამზადება იწყება
- +

19 თებერვალი. 2019. 14:13

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, გამომძიებელთა გადამზადება იწყება. სპეციალური ტრენინგ-პროგრამა ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდება.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ODIHR-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დღეს გაფორმდა.

 

შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის აპრილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე ტრენინგ-პროგრამა დაინერგება. ახალი პროგრამა სამართალდამცავ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტურად ჩატარებაში დაეხმარება.

 

დისკრიმინაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა. გამოძიების ხარისხისა და პოლიციელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, უწყება აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner