logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი საბავშვო ბაღებში ცხენისა და ვირის ხორცის აღმოჩენაზე კომენტარს აკეთებს
- +

19 თებერვალი. 2019. 15:30

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სკოლებსა და ბაღებში ვირისა და ცხენის ხორცის აღმოჩენაზე, აცხადებს, რომ  სურსათის ეროვნული სააგენტო პროდუქტის რეგულარულ შემოწმებას კვლავ განაგრძობს.

 

დავითაშვილის განცხადებითვე, მსგავსი ფაქტის აღმოჩენისთანავე, საქმეში უკვე საგამოძიებო უწყებები ჩაერთვებიან.

 

„მსგავსი პრეცედენტები, მათ შორის მორალური კუთხით არის მიუღებელი, ყველაფერს სხვას თავი რომ დავანებოთ. რაც შეეხება სურსათის უვნებლობას და კონტროლს,  მოწმდება რამე თუ არა, მე გეტყვით, რომ 2012 წლიდან განსაკუთრებით გააქტიურებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობები, ინსპექტირებები.

 

კონკრეტულად ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ, როდესაც ასეთი გამოვლინებები ხდება, ეს გადაეცემა უკვე საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი სამართალწარმოებისთვის, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ფალსიფიკაციის ნიშნებთან გვაქვს საქმე, რაც უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ამას კანონმდებლობით, რა თქმა უნდა, რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა  ლევან დავითაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ცხენისა და ვირის ხორცით საბავშვო ბაღებისა და სკოლების მომარაგების რამდენიმე ფაქტი 2018 წელს დაფიქსირდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner