logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი!
- +

24 მაისი. 2016. 14:46


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი" შეაფასა.


მისივე თქმით, NATO-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს.



ეს დაადასტურა NATO-საქართველოს პაკეტმა, რომელიც წევრი-სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების აქტივობას გულისხმობს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ აქტიური ორმხრივი დახმარების შედეგად საქართველოსათვის მოტანილი სარგებლის მნიშვნელობას: მიმდინარე სამხედრო წვრთნები, ღირსეული პარტნიორი" ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ წამოწყებაში მათი უდიდესი წვლილისათვის ამერიკის შეერთეული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართ ჩემი მადლიერება გამოვხატო. მე მყარად მწამს, რომ ძალა ერთობაშია და დიდი წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner