„ოპოზიციას აქვს დღის წესრიგი, რომ ყველაფერში ნეგატივი ეძებონ და დედაქალაქისთვის სასიკეთო არ დაინახონ“, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა. მისი თქმით, თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის პროექტი ოპტიმალურია და საკრებულოს უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.
„ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო მერის ინიციატივა, რომელიც K2 კოეფიციენტის შეზღუდვას გულისხმობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ჩარჩო გეგმა, რომელიც ჩვენ გვქონდა მონიშნული, ფუნქციური ზონებით განვითარდება. ჩვენ შევაჩერეთ ძველი რეჟიმის დროს მიღებული მშენებლობის ნებართვები ვაკის პარკში და კოსტავაზე. ჩვენი ხედვით, ეს იყო ბიზნესის არასწორი განვითარება, რასაც ჩვენ წერტილი დავუსვით“ , - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.