logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი: 2018 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონემ საქართველოში უკანასკნელი 15 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია
- +

19 თებერვალი. 2019. 18:07

 

 

„2018 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონემ საქართველოში უკანასკნელი 15 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

 

 

„საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას. 2018 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონემ საქართველოში უკანასკნელი 15 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. წინა წელთან შედარებით უმუშევრობის აბსოლუტური მაჩვენებელი 276 ათასიდან 245 ათასამდეა შემცირებული.

 

დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ კი პირველად გადაუსწრო თვითდასაქმებულთა რაოდენობას და 50.8 პროცენტი შეადგინა. ცნობისთვის, 5 წლის წინ ეს მაჩვენებელი 42.5 პროცენტს შეადგენდა, 10 წლის წინ კი მხოლოდ და მხოლოდ 39 პროცენტს უდრიდა.

 

აღნიშნული შედეგები ბოლოდროინდელი რეფორმების სისწორეზე მეტყველებს და კიდევ უფრო მეტად ხელშესახებ შედეგებს მოიტანს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაანონსებული, ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანის პროფესიული გადამზადების პირობებში“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner