logo_geo
eng_logo
დავით თარხან-მოურავი: სააკაშვილი რუსეთის აგენტია!
- +

25 თებერვალი. 2016. 14:36


„პატრიოტთა ალიანსის" თავჯდომარე დავით თარხან-მოურავი „ობიექტივის" ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, სააკაშვილი რუსეთის ინტერესებს იცავდა და მას 150-ზე მეტი ქართული სოფელი აჩუქა.


„როცა სააკაშვილი გვეუბნებოდა, რომ აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომია და 150-ზე მეტი ქართული სოფელი  მიუერთა, ამბობდა, რომ ეს ქართული ინტერესია. მან დაადგინა ახალი საზღვრები, რუსეთმა ამ ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა და მავთულხლართებს სწორედ სააკაშვილის მიერ დადგენილ საზღვრებზე ავლებს. ეს იყო არა ქართული, არამედ რუსული ინტერესი. ოსებს არცერთ ქართულ სოფელზე არ ჰქონდათ პრეტენზია. სააკაშვილმა 150-ზე მეტი ქართული სოფელი  რუსებს აჩუქა, ის იყო რუსეთის აგენტი და მის ინტერესებს იცავდა. იგივე გააკეთა აფხაზეთში, კოდორის ხეობა გამოაცხადა ზემო აფხაზეთად, რაც ასევე ანტიქართული ინტერესი იყო. ქართული ინტერესების დაცვა იქნებოდა, ეს რომ არ გაეკეთებინა", - განაცხადა თარხან-მოურავმა.



 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner