logo_geo
eng_logo
არასამთავრობოები უჩა ნანუაშვილის გადადგომას ითხოვენ
- +

24 მაისი. 2016. 14:55


„იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს დაპირისპირებები რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წლებია ამ მიმართულებით ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. რაც ვლინდება მის განცხადებებსა და ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში", - ამის შესახებ არასამთავრობოების გარკვეული ნაწილის განცხადებაშია ნათქვამი.


„კულმინაცია ამ კუთხით იყო 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, როცა სახალხო დამცველი ბავშვებისთვის ტაძრებში შესვლას, სანთლის დანთებას და ლოცვის აკრძალვის ინიციატივითაც კი გამოდის და უკვე მერამდენედ საქართველოს ისლამოფობიაში და რელიგიური კონფესიების მიმართ შეუწყნარებლობაში ადანაშაულებს.

 

გვიჩნდება დასაბუთებელი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ასრულებს უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურების დავალებებს, რათა საქართველო რელიგიური დაპირისპირების ქარცეცხლში მოექცეს. ამის თქმის საფუძველს იძლევა მისი და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეწყობილი მუდმივი ისტერია იმის შესახებ, რომ საქართველოში რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს ავიწროებენ. ამ დროს კი საქართველოში დიდი შეტევაა პატრიარქზე და მართლმადიდებლებზე და არცერთ ანგარიშში ამაზე არაა გამახვილებული ყურადღება.

 

სახალხო დამცველის დღევანდელი ოფისი არის ბუდე, სადაც მოკალათდნენ ყველა ის ადამიანები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ყოველდღიურად ებრძვიან.

 

აქედან გამომდინარე, რამდენიმე არასამთავრობო და საზოგადოებრივო ორგანიზაცია ითხოვს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას, რადგან ის წარმოადგენს ქვეყნისათვის სერიოზულ საფრთხეს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ

„უფლებადამცველთა გაერთიანება"- ნიკოლოზ მჟავანაძე

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა"- ლაშა სტურუა

„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია" - გრიგოლ გაგნიძე

„სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო" - მამუკა ტუსკაძე

„საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების კავშირი" - მაკა ჯანელიძე

„საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანება" - მანანა რთველიაშვილი

„მსჯავრდებულთა იურდიული დახმარების და ჯანდაცვისა და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრი" - დიმიტრი თედოშვილი

„დაიცავი შენი უფლებები" - ლაშა გოლუბიანი

საზოგადოებრივი გაერთიანება „სამართლიანობისთვის"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner