საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.
დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია აუდიენცია გერმანიის პრეზიდენტთან და შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელთან გამართავს შეხვედრას და შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის მიზანი ევროკავშირსა და NATO-სთან ურთიერთობების გაღრმავებაა.
გუშინ, 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობდა. ელისეს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
ზურაბიშვილმა და მაკრონმა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.