logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ „RTL“-ს ინტერვიუ მისცა
- +

20 თებერვალი. 2019. 11:49

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს აგრძელებს. საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისას მასთან ინტერვიუ ფრანგულმა მედიასაშუალებამ, რადიოსადგურმა „RTL“-მ ჩაწერა.

 

სტატიის თანახმად, საფრანგეთში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი კავკასიაში მდებარე ქვეყნის პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი გახდა.

 

„თავს ნამდვილად ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. როგორც რამდენიმე წლის წინ ჩემს მიერ დაწერილ წიგნში ვთქვი, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მე ორი ქვეყნის წარმომადგენელი ქალი ვიყავი. დღეს კი ვარ იმ ქვეყნის სამსახურში, რომელიც ჩემმა წინაპრებმა 1920-იან წლებში, რუსი სამხედროების შემოსვლის გამო დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ დატოვეს“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა „RTL“-სთან.

 

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მისთვის საფრანგეთში დაბრუნება ფრიად სიმბოლურია. ზურაბიშვილის თქმით, ფრანგული განათლება და ქართული ფესვები მისი მთავარი ძლიერი მხარე და უპირატესობაა.

 

სალომე ზურაბიშვილს რადიოეთერში ჟურნალისტმა სტალინის შესახებაც ჰკითხა. ინტერვიუს ამ მონაკვეთის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

„რაც შეეხება ქართულ ტოლერანტობას, სახელი სტალინი რამეს გეუბნებათ?“ ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა თქვა, რომ სტალინი „საბჭოთა ხელმძღვანელი“ იყო, რასაც ჟურნალისტის საპასუხო შეკითხვა მოჰყვა, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი სტალინს უარს ეუბნებოდა მის ქართულ ფესვებზე.

 

„დიახ, მისი საქციელის გამო. ის თვითონაც მიიჩნევდა ასე. იცით, რომ ის უარს ამბობდა, ქართულად ესაუბრა. ცუდად საუბრობდა რუსულად, ძლიერი აქცენტით. რაც შეიძლება იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში. თავს იმპერიალისტურ ხელმძღვანელად მიიჩნევდა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც.

 

დღეს კი საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ჩავიდა, სადაც კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner