ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურჰესის სრული გაჩერების თავიდან აცილების მიზნით, დღეიდან ელექტროენერგიაზე შეზღუდვები დაწესდება.
ინფორმაციას „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ენგურჰესის სრული გაჩერება ხდება 420 მეტრის ნიშნულზე. ამის თავიდან ასაცილებლად, აფხაზეთის მთელ ტერიტორიას 11-დან 14 საათამდე შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება. ეს შეზღუდვა იმოქმედებს რუსეთიდან მოწოდებული ელექტროენერგიის საშუალებით დეფიციტის აღმოფხვრამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.