logo_geo
eng_logo
წელს მანქანიდან სიგარეტის ნამწვის გადაგდების ფაქტზე 161 ჯარიმა დაიწერა
- +

20 თებერვალი. 2019. 12:26

 

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვის ქუჩაში გადაგდებისთვის 161 ჯარიმა დაიწერა, ხოლო მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოავლინეს.

 

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან - 120 ლარის ოდენობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner