logo_geo
eng_logo
ლიკა ქავჟარაძე: მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება
- +

24 მაისი. 2016. 15:02


ლიკა ქავჟარაძე თბილისში დაიბადა. მისი სამსახიობო კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. 12 წლის იყო, როცა მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში" გადაიღეს. შემდეგ იყო: „როცა აყვავდა ნუში", „მშვენიერი კოსტიუმი" და სხვა.

 

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით, ასევე გატაცებული იყო მხატვრობით.

 

კინოში განსახიერებული 30-მდე როლის მიუხედავად, მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში" შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. ლიკა ქავჟარაძემ ბრწყინვალედ განასახიერა გიორგი ლეონიძის გმირი და საზოგადოებისთვის ის დღესაც მარიტად რჩება.

 

მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, ლიკამ ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონის „ირიდას" დამფუძნებელი იხსენებდა, ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ.

 

„მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე" მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ.
მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება",
- განაცხადა მსახიობმა.  

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner