logo_geo
eng_logo
გერმანიაში მილიონზე მეტი სამუშაო ადგილია
- +

20 თებერვალი. 2019. 12:27

 

„გერმანიის დასავლეთ ნაწილში მილიონზე მეტი, ხოლო აღმოსავლეთში 325 ათასი თავისუფალი სამუშაო ადგილია“, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის შრომის ბაზრისა და კარიერის შემსწავლელი ინსტიტუტის ახალ კვლევაში წერია, რომ 2018 წლის მეოთხე კვარტალში, გერმანიაში 1,46 მილიონი ვაკანსია აღრიცხეს. მესამე კვარტალთან შედარებით, თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 221 ათასით გაიზარდა.

 

„Deutsche Welle“-ს ცნობით, ვაკანსიები გერმანული ეკონომიკის ყველა სექტორში არსებობს და თავისუფალი სამუშაო ადგილების უფრო მეტი რაოდენობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner