საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“, 10 549.19 ლარის ღირებულების, 158.72 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ოქროს ნაკეთობა ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 10 549.19 ლარის ოდენობით შეეფარდა.