logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის მხარდაჭერით კოლაფსს მივიღებთ
- +

20 თებერვალი. 2019. 14:08

 

„სამწუხაროდ, აღნიშნული კანონპროექტი ვერ პასუხობდა მიზანს, რომ ავტორებს უკეთესი სასამართლო სისტემის მიღება უნდოდათ“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ეხება.

 

ანრი ოხანაშვილის თქმით, მათ მიერ წარდგენილი პროექტი წინააღმდეგობაში მოდიოდა როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო რეკომენდაციებთან, რა სულისკვეთებაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებაში აისახა.

 

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაისვა საკითხი, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურობის მინიმალურ სტანდარტსაც კი და ეს წინააღმდეგობაში მოდის, როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ვენეციის კომისიის დასკვნასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან. ეს სულისკვეთებაა გატარებული პოლიტსაბჭოს განცხადებაში. ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტად ეფექტური სასამართლო სისტემა. ვაგრძელებთ მუშაობას მართლმსაჯულების სფეროში, რომ დაიხვეწოს რეგულაციები და ნორმები და გვაქვს სურვილი, კიდევ უფრო უკეთესი სასამართლო სისტემა მივიღოთ. სამწუხაროდ, აღნიშნული კანონპროექტი ვერ პასუხობდა მიზანს, რომ ავტორებს უკეთესი სასამართლო სისტემის მიღება უნდოდათ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, კანონპროექტის მხარდაჭერით ქვეყანა, სასამართლო სისტემაში კოლაფსს მიიღებდა.

 

„აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერით ჩვენ მივიღებდით კოლაფსს სასამართლო სისტემაში, კიდევ უფრო გადატვირთულ სისტემას და რაც მთავარია, აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორებიდან რამდენიმე არის უშუალოდ ავტორი იმის, რომ უვადოდ დანიშვნები არის გამართლებული. ხომ არ შეიძლება, ჩვენ მივიდეთ იქამდე, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონები აღარ მოსწონდეთ?“ - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner