logo_geo
eng_logo
ზუგდიდში დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა
- +

20 თებერვალი. 2019. 14:11

 

ზუგდიდის ცენტრში, კოსტავასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მდებარე შუქნიშანთან, დედა-შვილს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათ დაზიანებები ფეხის და თავის არეში აღენიშნებათ. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს ბავშვი ხელში ეჭირა და წითელზე გადადიოდა.

 

როგორც შს სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner