logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: სრულად ვიყენებთ NATO-ს პროგრამებს, რომ მეტად გავზარდოთ საქართველოს თავსებადობა ალიანსთან
- +

24 მაისი. 2016. 15:24


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ „გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის ტალღის მიუხედავად, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას და უკუვაგდოთ მზარდი ჰიბრიდული საფრთხეები, თუმცა მხოლოდ ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია".



უკანასკნელ წლებში გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის ტალღის მიუხედავად, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას და უკუვაგდოთ მზარდი ჰიბრიდული საფრთხეები, თუმცა მხოლოდ ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. დასავლეთის მხარდაჭერა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა პრემიერმა.



პრემიერის თქმით, საქართველო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კონკრეტულ შედეგებზე, რათა ალიანსს პარტნიორობის ხელშესახები სარგებელი აჩვენოს.



დეკემბრის მინისტერიალის დროს აღნიშნული მზადყოფნა კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც აღინიშნა, რომ საქართველოს ურთიერთობას ალიანსთან აქვს ყველა პრაქტიკული მახასიათებელი, რაც მის წევრობისთვის მომზადებას უზრუნველყოფს", ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) ალიანსის ამ გადაწყვეტილების განუყოფელი, პოლიტიკური კომპონენტი გახდა. საქართველო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კონკრეტულ შედეგებზე, რათა ალიანსს პარტნიორობის ხელშესახები სარგებელი აჩვენოს. ჩვენ სრულად ვიყენებთ NATO- მექანიზმებსა და პროგრამებს, რათა კიდევ მეტად გავზარდოთ საქართველოს თავსებადობა ალიანსთან", - განაცხადა პრემიერმა.



მანვე კონფერენციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს იმართება.



ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენციაზე. ამ კონფერენციამ თავი დაიმკვიდრა, როგორც რეგიონის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფორუმმა. აქ განიხილება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები და ხდება საერთო, სტაბილური მომავლის მშენებლობასთან დაკავშირებული მოსაზრებების ურთიერთგაცვლა. ეს კონფერენცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს იმართება", - განაცხადა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner