logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: ძალიან ბედნიერი ვარ, როცა საქართველოში ჩამოვდივარ!
- +

24 მაისი. 2016. 15:32


NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ბედნიერია, როცა საქართველოში ჩამოდის.


 

ძალიან ბედნიერი ვარ, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, შეიძლება უკანასკნელ პერიოდში კერძო სურვილით უფრო ხშირად ჩამოვდივარ, ვიდრე ოფიციალურით", - განაცხადა აპატურაიმ.



აპატურაის თქმით, საქართველო ევროპის ამ ნაწილში ყველაზე სასურველი ქვეყანაა.


ვიღაცამ თქვა, ქართველი ხალხი პირველად უხეშად გამოიყურებაო, მაგრამ, ჩემი აზრი ასეთი არ იყო, ვინაიდან ძალიან მეგობრულად დამხვდნენ. MAP- თუ არ შევეხებით, ერთობლივად ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ და NATO-საქართველოს მიერ ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების მაგალითად NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი, დელეგაციების ვიზიტი და NATO-საქართველოს მიერ ჩატარებული ერთობლივი წვრთნები დაასახელა.



ჯეიმს აპატურაი თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს მთავრობას კონფერენციაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და მიესალმა გამოსვლის შესაძლებობას.



სადაც არ უნდა წავიდე, არავინ ამბობს, მაგრამ მთავარი საკითხი არის, თითქოს NATO ცდილობს ააშენოს კედლები და დაიცვას თავისი წევრები. რუსეთს კი ამ კედლებს იქით წარმატებებს ვუსურვებთ, ანუ ეს ნიშნავს უსაფრთხოების გამყარებას. ყველა მონეტას ორი მხარე აქვს, ეს არის ჩვენი ალიანსის წევრების და პარტნიორების უსაფრთხოება. ჩვენთვის მთავარია, თუ როგორ დავამარცხოთ საფრთხეები და გაიმარჯვოს უსაფრთხოებამ. რაც შეეხება შავ ზღვას, ის ახალი საკითხია, ახალია ასევე ყირიმის საკითხი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შავ ზღვაზე წვდომას. რაც შეეხება საქართველოს, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უფრო მეტი NATO გვაქვს, მაგრამ გვინდა უფრო მეტი NATO იყოს საქართველოშიო", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner