შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს - პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორი ქ. ჩ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.