logo_geo
eng_logo
შსს-მ პატრულ-ინსპექტორი დააკავა
- +

20 თებერვალი. 2019. 16:03

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან  საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს - პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორი ქ. ჩ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner