„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელს ზვიად კუპრავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.
ზვიად კუპრავას ბრალს სავარაუდოდ, დღეს, დღის განმავლობაში წარუდგენენ.
ის საგამოძიებო უწყებაში 12:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, კუპრავამ განაცხადა, რომ ეს საქმე პოლიტიკური პროცესია და პოლიციაში არ მივა. კუპრავა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დღეს დააკავონ.
როგორც კუპრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმე ეხება ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივარს, რომლის თანახმად, კუპრავამ ის სასამართლოში სცემა.