logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ლიდერებს ხურჩაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდა
- +

24 მაისი. 2016. 15:35


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილიმა განაცხადა, რომ შესაძლებლობა მიეცა, მსოფლიო ლიდერებისათვის ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია მიეწოდებინა და საქართველოს პოზიცია გაეზიარებინა.



საქართველოს პრეზიდენტმა პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მუშაობაში მონაწილეობა შეაჯამა და სტამბოლში გამართულ სამიტს, გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს პრობლემატიკის წარმოსაჩენად, უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა.



სამიტის ფარგლებში ჩვენ სწორედ გაერო- ტრიბუნიდან განვიხილეთ საქართველოსთვის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები, არაღიარების პოლიტიკა, დევნილთა და ლტოლვილთა ღირსეული დაბრუნების თემატიკა.

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრა და შეხვედრაზე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საკითხების შესაძლებლობის განხილვა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტამბოლში, პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა 23-24 მაისს ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის მეთაურთან და სიტყვით გამოვიდა ფორუმის ლიდერთა სეგმენტზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში და პლენარულ სესიაზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner