logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: საქართველო სახელმწიფოებრიობის აღდგენის სურვილი არასოდეს ყოფილა რუსოფობიური
- +

24 მაისი. 2016. 15:42


„საქართველოს სურვილი საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღდგენისა არასოდეს ყოფილა რუსოფობიური", -ამის შესახებ მსოფლიო მე-10 საოჯახო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ლევან ვასაძემ განაცხადა.

 

ბიზნესმენის თქმით, ქართველმა ხალხმა რუს ხალხთან ერთად დაამარცხა ჯერ ფაშიზმი და შემდეგ კომუნიზმი.

 

„მანამდე კი ქრისტიანული რუსეთი დაეხმარა ქრისტიანულ საქართველოს განაგდურებისგან გადარჩენაში. თუმცა, მან ეს მოახდინა ჩვენთვის მიუღებელი ფასის ხარჯზე, საქართველოს სამეფოსა და ავტოკეფალიის გაუქმების შედეგად. ჩვენი სურვილი - აღგვედგინა საქართველოს დამოუკიდებლობა - ყოველთვის გახლდათ ურყევი, დაფუძნებული მტკიცე ცოდნაზე იმისა, რომ ჩვენი სიღრმის, კულტურისა და ისტორიის ერი ვერასოდეს იქნებოდა ბოლომდე ჯანმრთელი და ვერასოდეს განახორციელებდა საკუთარ სრულ შესაძლებლობებს სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნის პირობებში", - განაცხადა ვასაძემ.

 

 

http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=234


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner