logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი არავის ემუქრება
- +

20 თებერვალი. 2019. 20:07

 

რუსეთის პრეზიდენტი ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოვიდა. ვლადიმერ პუტინმა მნიშვნელოვან ადგილობრივ და საერთაშორისო თემებზე გაამახვილა ყურადღება. რუსული მედიის ცნობით, მან ისაუბრა შობადობაზე, სოფლის პოლიკლინიკებსა და რა თქმა უნდა რაკეტებზე. 

 

პუტინის თქმით, „სსრკ“-სა და აშშ-ს შორის საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების გაფორმების შემდეგ მსოფლიოში სიტუაცია შეიცვალა, ახლა კი ვაშინგტონი თვითონ არღვევს  ყველაფერს, შემდეგ კი გამართლებას ეძებს. 

 

 

„ჩვენ ვუპასუხებთ სარკისებურად და ასიმეტრიულად. რუსეთი ან სუვერენული სახელმწიფო იქნება, ან საერთოდ არ იქნება",-განაცხადა პუტინმა. 

 

 

როგორც რუსეთის პირველმა პირმა განაცხადა, მოსკოვი არავის ემუქრება.

 

„ჩვენ მხოლოდ ვპასუხობთ და თავს ვიცავთ. აშშ-ში არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ განსაკუთრებულები არიან. დაე, გამოთვალონ ჩვენი იარაღის პერსპექტიული სისტემების სიშორე და სისწრაფე, მაგრამ მდგრადი განვითარებისთვის ჩვენ სიმშვიდე გვჭირდება",- აღნიშნა პუტინმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner