logo_geo
eng_logo
შსს-მ თბილისში ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

21 თებერვალი. 2019. 01:52

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული დ.ჩ. თბილისში დააკავა.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 1971 წელს დაბადებულ მ.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც მ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

 

„გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner