logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ევროპულ მანქანებზე ტარიფების დაწესებით დაიმუქრა
- +

21 თებერვალი. 2019. 01:55

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპულ მანქანებზე ტარიფების დაწესებით დაიმუქრა. როგორც აშშ-ის ლიდერმა ავსტრიის კანცლერთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, თუ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმება ვერ შედგება, მაშინ აშშ-ი ევროპული მანქანების იმპორტიორებს ტარიფებს დაუწესებს.

 

„ჩვენ ვცდილობთ, შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

 

მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ტრამპისგან მიიღო დაპირება, რომ აშშ ევროპიდან იმპორტირებულ მანქანებზე ტარიფებს არ დააწესებს. თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი ევროპულ მანქანების იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner