logo_geo
eng_logo
პიერ კაზალე: საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ შეთანხმება რუსეთმა დაარღვია
- +

21 თებერვალი. 2019. 02:01

 

ნატო-მ მკაცრად დაგმო რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ფედერაციულ საბჭოში გამოსვლისას გააკეთა.

„მუქარა, რომ რუსეთი მიზანში ამოიღებს მოკავშირეებს, მიუღებელია“, – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პიერ კაზალემ.

 

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობა თავდაცვითი ხასიათისაა, მაგრამ ნატო მზადაა, ნებისმიერ მომენტში დაიცვას ალიანსის ნებისმიერი წევრი.

 

„საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ შეთანხმება რუსეთმა დაარღვია, როდესაც 9-ემ 739 ტიპის რაკეტის წარმოება დაიწყო“,- განაცხადა პიერ კაზალემ.

 

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, პუტინის მუქარის მიზანი, რუსეთის ამ ქმედებებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

 

შეგახსენებთ, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა რაკეტები აშშ-სა და მის მოკავშირეებს დაუმიზნოს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner