logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა
- +

21 თებერვალი. 2019. 11:07

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და  ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალაქ ბათუმში მდებარე ხორცის ნახევარფაბრიკატების საწარმოებში, ფალსიფიცირებულ - თვისობრიობა შეცვლილ ხორცპროდუქტებს (კოტლეტი, გუფთა, ხინკალი) აწარმოებდნენ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,  პროდუქტების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს - მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილის და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება.

 

აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner