logo_geo
eng_logo
შსს-მ სამეგრელოში ქურდობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების გასაღების ფაქტებზე 2 პირი დააკავა
- +

21 თებერვალი. 2019. 14:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ. ჩ. - ქურდობის, ხოლო 1993 წელს დაბადებული ე.ე. - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ჩ.-მ სოფელ ჯვარში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ე.კ.-მ კი მის მიერ მოპარული ნივთები გაასაღა.

 

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

გამოძიება ქურდობის და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 186-ე მუხლის I ნაწილით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner