logo_geo
eng_logo
ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების ბაღი გაშენდა
- +

24 მაისი. 2016. 15:59


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ სულხან ევგენიძესთან ერთად, ციხისძირში ახალი პარკის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების ბაღის გაშენება საკურორტო სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

 

ასოციაცია ატუ"- დაკვეთით საქართველოში შემოტანილ იქნა 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, რომელთა უდიდესი ნაწილი უკვე დარგულია ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

დღეისთვის უკვე დარგულ იშვიათი ჯიშის ხეებს შორის არის 16 ლირიოდენდრონი (ტიტას ხე), 9 სექვოია, 10 მეტასექვოია, 9 მარადმწვანე მუხა, 8 ოქროსფერი კვიპაროსი, 4 ჰიმალაიური კედარი და ..   უნიკალური ხეების გარდა, ასოციაციაატუ"- ინიციატივით სოფელ ციხისძირში მიმდინარეობს წყალგაყვანილობის, გზის დაგებისა და გარე განათების სამუშაოები.

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ატუ"-ს საჩუქარი გადავა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგულებაში.   2016 წლის საკურორტო სეზონზე ციხისძირს უკვე ექნება 4000 კვ. ფართობზე გაშენებული კეთილმოწყობილი ბაღი ზღვის პირას, გამართული წყალგაყვანილობა, მოასფალტებული და განათებული შიდა გზა, რაც ერთობლიობაში ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.  

 

„როცა ამ ტერიტორიიდან ხის გადარგვა ხდებოდა, არაერთხელ განვაცხადე, რომ ამ ოპერაციის შემსრულებელი კომპანია მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყობდა რეკრეაციულ ზონას ბათუმელებისა და ტურისტებისათვის. ასევე აქ მცხოვრებლებისთვის იქნებოდა გაყვანილი გზა, წყალი და განათება. ჩვენ ახლა ამ პროცესს ვესწრებით. წყლის გაყვანის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. განათება უკვე მოწყობილია, სულ მალე ასფალტიც დაიგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკვერის მოწყობა. ჩვენ ერთი ხის ნაცვლად, რომელშიც თანხა გადავახდევინეთ კომპანიას და საზოგადოებრივი დანიშნულების დენდროლოგიურ პარკში გადაირდო, მივიღეთ ახალი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა ჩვენს რეგიონში", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

ასოციაცია ატუ"- ინიციატივას ტექნიკურად უზრუნველყოფს საინჟინრო-სამშენებლო კომპანიაზიმო", რომელმაც პროექტის განხორციელებისას დაასაქმა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, რითაც დამატებითი შემოსავალი გაუჩინა მათ ოჯახებს.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner