logo_geo
eng_logo
„ოსკარმა“ რამდენიმე კვირის წინ უარყოფილი ტრადიცია ისევ აღადგინა
- +

21 თებერვალი. 2019. 16:32

 

 

რამდენიმე კვირის წინ, ამერიკის კინოაკადემიამ გამოსცა ახალი ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, მრავალწლიანი ტრადიცია უქმდებოდა.

 

ამ ტრადიციის მიხედვით, „ოსკარზე“ საუკეთესო მსახიობი ქალისა და კაცის ნომინაციებს წინა წლის გამარჯვებულები აცხადებდნენ.

 

ამ ინფორმაციის გაჟღერებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია როგორც პრესაში, ასევე თავად მსახიობებში.

 

მაგალითად, გასული წლის გამარჯვებული ელისონ ჯენი ამბობდა, რომ გულგატეხილი იყო იმით, რომ წელს დოლბის თეატრის სცენიდან იმ ნომინაციაში გამარჯვებულს ვერ გამოაცხადებდა, რომელშიც გასულ წელს თავად გაიმარჯვა.

 

ამ თემისადმი პროტესტი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ აკადემიამ რამდენიმე კვირის წინ უარყოფილი ტრადიცია ისევ აღადგინა და შესაბამისად, წელს დოლბის თეატრის სცენიდან შესაბამის ნომინაციებს კვლავ გამოაცხადებენ ელისონ ჯენი, ფრენსის მაკდორმანდი, სემ როკველი და გარი ოლდმანი, თუმცა განახლებული სტილით.

 

მაგალითად, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციას ერთად გამოაცხადებენ როკველი და მაკდორმანდი, საუკეთესო მსახიობ კაცს კი - ელისონი და გარი.

 

წლევანდელი „ოსკარის“ მიმართ ეს უკვე მეორე უკმაყოფილების ტალღაა. რამდენიმე კვირის წინ ABC-ისა და ამერიკის კინოაკადემიის პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე პირდაპირი ეთერიდან 4 ნომინაცია მოხსნეს და გადაწყდა, რომ მას რეკლამის დროს უჩვენებდნენ.

 

საბედნიეროდ, მსახიობების, რეჟისორებისა და კინოსფეროში მოღვაწე სხვა ხელოვანების დიდი პროტესტის შედეგად, აკადემიამ გადაწყვეტილება შეცვალა და 24 თებერვალს „ოსკარზე“ ყველა ნომინაციას პირდაპირ ეთერში უჩვენებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner