logo_geo
eng_logo
ახალქალაქში გაზის ბალონი აფეთქდა
- +

21 თებერვალი. 2019. 16:43

 

 

ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე გაზის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის ერთი წევრი იმყოფებოდა, თუმცა სხეულის დაზიანებები არ მიუღია.

 

აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

 

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის და გაზის კომპანიის წარმომადგენლები, სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner