logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: სააკაშვილს რა დააკლდება, მელიას სისხლი თუ დაიღვრება?!
- +

24 მაისი. 2016. 16:30


„ქართული დასის" ლიდერმა  ჯონდი ბაღათურიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ   ბრიფინგზე, 22 მაისს კორცხელში მომხდარ ინციდენტზე, „ქართული ოცნების" და „ნაციონალური მოძრაობის" დაპირისპირებაზე ისაუბრა.  ბაღათურიას აზრით, ვინც  მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ, არ იყვნენ ინფორმირებული, მაგრამ კარგი სპექტაკლი დადგეს. ბაღათურიამ ასევე აღნიშნა, რომ კორცხელში მომხდარი ფაქტების საფუძველზე ხდება ქვეყნის რეალური პრობლემების გადაფარვა.

 

„დადგმული სპექტაკლებით  და ჩხუბებით  ცდილობენ რეალური პრობლემების გადაფარვას. აუცილებელი არ არის, მელიამ  და კიდევ იქ ვინც იყო, ამ კატეგორიის ხალხმა ყველაფერი იცოდეს. პირიქით, რაც უფრო არაინფორმირებული არიან, უფრო კარგად ყვირიან, ურტყამენ ერთმანეთს და ასრულებენ ამ სპექტაკლს. სააკაშვილს რა დააკლდება ახლა, მელიას სისხლი თუ დაიღვრება?!" - განაცხადა ბაღათურიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner